ინტელის პროექტი
Wednesday, April 8, 2015
დღე მეცხრე
გადავხედეთ გეგმებს, შაბლონებს, ჩავასწორეთ საჭიროების მიხედვით. შემდეგმოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.ჯერ მოვუსმინეთ მარიამ რეხვიაშვილს, რომელმაც წარმოგვიდგინა პროექტი "ყველი" შემდეგ მოვუსმინეთ ნინო რევაზიშვილს ძალიან საინტერესო პროექტით "სვეტიცხოველის აგების ისტორია". მის შემდეგ გამოვიდა იზა ბერულავა, რომლის პროექტის სათაური იყო "ბედი ქართლისა", მერე გამოვიდა რუსუდან ოძელაშვილი პროექტით "MAKING THINGS WE USE EVERY DAY" მის შემდეგ მოვისმინეთ ლია ნონიაშვილის ძალიან საინტერესო პროექტი "ლოცვისა და შელოცვები" შემდეგ ნათია თათულაშვილმა წარმოადგინა პროექტი "AMAZING CHANGES" მას შემდეგ გამოვიდა მათემატიკის პედაგოგი მზია კახელიშვილი, რომელმაც წარმოადგინა პროექტი "სვეტიცხოველი და გეომეტრია". შემდეგ გამოვიდა ასევე მათემატიკის პედაგოგი ნანა მამუკაშვილი თავისი პროექტით "მათემატიკა და არქიტექტურა";შემდეგ მოვისმინეთ ჩემი საკუთარი პრეზენტაცია პროექტისა "EDUCATION ALL OVER THE WORLD", სადაც ვისაუბრე სხვადასხავა ქვეყნების მოსწავლეების დამოკიდებულებაზე სასკოლო განათლებისადმი. შემდეგ მოვუსმინეთ დარეჯან ტატუაშვილის პროექტის პრეზენტაციას "წილადების შედარება". ჩემის აზრით პროექტებით სწავლება ძალიან სასარგებლოა და სახალისოც მოსწავლეებისათვის და უფრო მეტ ცოდნასაც შეიძენენ და წარმატებებსაც მიაღწევენ.
Monday, April 6, 2015
დღე მერვე
გეგმები შევავსეთ, დავასრულეთ პროცედურები, და მთელი გეგმა გავიმეორეთ. ონლაინ გამოკითხვისთვის გამოვიყენეთ გოგლ ფორმები და შევქმენით კითხვარი. გადავხედეთ პორტფოლიოს და დავრწმუნდით , რომ ყველაფერი გვაქვს, ვისწავლეთ დრაივზე ერთი საქაღალდიდან მეორეში გადატანა და კითხვარი დავდეთ ბლოგზე.
დღე მეშვიდე
გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა და დავამატეთ ბლოგზე
გვერდები, პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ და დავდეთ ბლოგზე. შევქმენით საქაღალდეები დრაივზე
და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე, გავეცანით პრეზენტაციას გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის
შესახებ, მოსწავლეთა სწავლის სტილის გამოსავლენად შევქმენით კითხვარი - თვითშეფასების ფირმები, გავეცანით მეექვსე მოდულში მოსწავლეთა
მხარდაჭერის ფორმებს რესურსებში და შევქმენით
პრეზენტაციის შაბლონი. ასევე ვისაუბრეთ პროცედურებზე.
Monday, March 30, 2015
დღე მეექვსე
ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა, ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა დაგვეწერა პროცედურები მიზნებიდან, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან, შეკითხვებიდან. და შეფასების 5 მიზნის შესაბამისად. მოსწავლის ნაშრომის შესაფასებლად შევქმენით შეფასების რუბრიკა. პორტფოლიოს რუბრიკაშიგავეცანით პორტფოლიოს ინდიკატორებს. ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართებისა და მთავარ გვერდზე page-ების დამატება.
Wednesday, March 25, 2015
დღე მეხუთე
გავხსენით მესამე და მეოთხე მოდული, ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის გეგმები, გავუკეთეთ კომენტარები, ვისწავლეთ დრაივში ჩასწორებები, გავეცანით რჩევების მიცემის წესებს მესამე მოდულიდან. ვისწავლეთ გუგლ- დრაივში დოკუმენტების გაზიარება, გავეცანით საავტორო უფლებებს, შევედით მოსწავლის როლში, შევქმენით სლაიდშოუ და ეს ყველაფერი ავტვირთეთ დრაივზე.
Monday, March 23, 2015
დღე მეოთხე
დღეს გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობაში შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს და შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის ხუთივე მიზეზისათვის შესაბამისი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და ჩავწერეთ გეგმაში. შემდეგ შევქმენით მოსწავლეთა საჭიროებისათვის დიაგრამა "ვიცი- მინდა ვიცოდე- ვისწავლე" დიაგრამა. ავტვირთეთ დრაივზე პორტფოლიო, დავიწყეთ პროცედურების ჩამოწერა მიზნების შესაბამისად.
Subscribe to:
Posts (Atom)