Monday, March 30, 2015

დღე მეექვსე

ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა, ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა დაგვეწერა პროცედურები მიზნებიდან, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან, შეკითხვებიდან. და შეფასების 5 მიზნის შესაბამისად. მოსწავლის ნაშრომის შესაფასებლად შევქმენით შეფასების რუბრიკა. პორტფოლიოს რუბრიკაშიგავეცანით პორტფოლიოს ინდიკატორებს. ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართებისა და მთავარ გვერდზე page-ების დამატება.

მოსწავლის ნიმუში

Wednesday, March 25, 2015

დღე მეხუთე

გავხსენით მესამე და მეოთხე მოდული, ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის გეგმები, გავუკეთეთ კომენტარები, ვისწავლეთ დრაივში ჩასწორებები, გავეცანით რჩევების მიცემის წესებს მესამე მოდულიდან. ვისწავლეთ გუგლ- დრაივში დოკუმენტების გაზიარება, გავეცანით საავტორო უფლებებს, შევედით მოსწავლის როლში,  შევქმენით სლაიდშოუ და ეს ყველაფერი ავტვირთეთ დრაივზე.

Monday, March 23, 2015

დღე მეოთხე

დღეს გავეცანით მეორე მოდულის  მესამე აქტივობაში შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს და შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის ხუთივე მიზეზისათვის შესაბამისი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და ჩავწერეთ გეგმაში. შემდეგ შევქმენით მოსწავლეთა საჭიროებისათვის დიაგრამა "ვიცი- მინდა ვიცოდე- ვისწავლე" დიაგრამა. ავტვირთეთ დრაივზე პორტფოლიო, დავიწყეთ პროცედურების ჩამოწერა მიზნების შესაბამისად.

Wednesday, March 18, 2015

დღე მესამე

დღევანდელი დღე დავიწყეთ ბუკლეტების გახსენებით. შემდეგ გავხსენით მეორე მოდული და  განვიხილეთ სასწავლო სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, რომელიც შევინახეთ  კურსის რესურსებში, გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას და 21 საუკუნის უნარ-ჩვევები. შევამოწმეთ, თუ რამდენად შეესაბამებოდა მაღალ სააზროვნო უნარებს, ჩამოვწერეთ სპეციფიკურ დავალებებზე ორიენტირებული კითხვები, ჩვენი პროექტისათვის მოვიფიქრეთ და შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები., რაც დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს პროექტის სიღრმისეულ წვდომაში.

Monday, March 16, 2015

დღე მეორე

დღეს მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტები,  დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა, მოვიძიეთ  სტანდარტის ის შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც შეესაბამებოდა ჩვენ პროექტს. შემდეგ მოვიძიეთ ბუკლეტების ნიმუშები კონტროლ+ F-ის სწრაფი ძებნის მეშვეობით.  და ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა.

Monday, March 9, 2015

დღე პირველი

საინტერესო იყო ძალიან, პორტფოლიოს შექმნაში  ძალიან დამეხმარება პორტფოლიოს ჩექლისტი. იმედია შევძლებ პროექტის გეგმის სრულყოფილად შექმნას.