Wednesday, April 8, 2015
დღე მეცხრე
გადავხედეთ გეგმებს, შაბლონებს, ჩავასწორეთ საჭიროების მიხედვით. შემდეგმოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.ჯერ მოვუსმინეთ მარიამ რეხვიაშვილს, რომელმაც წარმოგვიდგინა პროექტი "ყველი" შემდეგ მოვუსმინეთ ნინო რევაზიშვილს ძალიან საინტერესო პროექტით "სვეტიცხოველის აგების ისტორია". მის შემდეგ გამოვიდა იზა ბერულავა, რომლის პროექტის სათაური იყო "ბედი ქართლისა", მერე გამოვიდა რუსუდან ოძელაშვილი პროექტით "MAKING THINGS WE USE EVERY DAY" მის შემდეგ მოვისმინეთ ლია ნონიაშვილის ძალიან საინტერესო პროექტი "ლოცვისა და შელოცვები" შემდეგ ნათია თათულაშვილმა წარმოადგინა პროექტი "AMAZING CHANGES" მას შემდეგ გამოვიდა მათემატიკის პედაგოგი მზია კახელიშვილი, რომელმაც წარმოადგინა პროექტი "სვეტიცხოველი და გეომეტრია". შემდეგ გამოვიდა ასევე მათემატიკის პედაგოგი ნანა მამუკაშვილი თავისი პროექტით "მათემატიკა და არქიტექტურა";შემდეგ მოვისმინეთ ჩემი საკუთარი პრეზენტაცია პროექტისა "EDUCATION ALL OVER THE WORLD", სადაც ვისაუბრე სხვადასხავა ქვეყნების მოსწავლეების დამოკიდებულებაზე სასკოლო განათლებისადმი. შემდეგ მოვუსმინეთ დარეჯან ტატუაშვილის პროექტის პრეზენტაციას "წილადების შედარება". ჩემის აზრით პროექტებით სწავლება ძალიან სასარგებლოა და სახალისოც მოსწავლეებისათვის და უფრო მეტ ცოდნასაც შეიძენენ და წარმატებებსაც მიაღწევენ.
Monday, April 6, 2015
დღე მერვე
გეგმები შევავსეთ, დავასრულეთ პროცედურები, და მთელი გეგმა გავიმეორეთ. ონლაინ გამოკითხვისთვის გამოვიყენეთ გოგლ ფორმები და შევქმენით კითხვარი. გადავხედეთ პორტფოლიოს და დავრწმუნდით , რომ ყველაფერი გვაქვს, ვისწავლეთ დრაივზე ერთი საქაღალდიდან მეორეში გადატანა და კითხვარი დავდეთ ბლოგზე.
დღე მეშვიდე
გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა და დავამატეთ ბლოგზე
გვერდები, პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ და დავდეთ ბლოგზე. შევქმენით საქაღალდეები დრაივზე
და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე, გავეცანით პრეზენტაციას გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის
შესახებ, მოსწავლეთა სწავლის სტილის გამოსავლენად შევქმენით კითხვარი - თვითშეფასების ფირმები, გავეცანით მეექვსე მოდულში მოსწავლეთა
მხარდაჭერის ფორმებს რესურსებში და შევქმენით
პრეზენტაციის შაბლონი. ასევე ვისაუბრეთ პროცედურებზე.
Subscribe to:
Posts (Atom)